ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი დირექტორის ბაია გადაბაძის განცხადებით, "იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე "მაესტროს" თანამშრომლებს პირადად ურეკავს და ახალ მენეჯმენტთან შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ გადაბაძე განცხადებას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში რუხაძეს გაჩეჩილაძეების ადვოკატ ირაკლი კორძახიას თანაშემწე ხვდება.
"იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე პირადად ურეკავს "მაესტროს" თანამშრომლებს და სთავაზობს შეხვედრას ახალ მენეჯმენტთან!!! ხოლო კორძახიას თანაშემწე ირაკლი რუხაძეს ხვდება მის ოფისში ამ წუთებში", - აცხადებს გადაბაძე.