ლევან მექვაბიშვილი დუმილის უფლებას იყენებს

ლევან მექვაბიშვილი დუმილის უფლებას იყენებს

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილი დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, ბრალდებულს პროცესზე, რომელზეც მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ, განცხადება არ გაუკეთებია.

თავის მხრივ, პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდებულის მტკიცებით, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის დროს მარტო მოქმედებდა, თუმცა გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები "სხვა რამეზე მიუთითებს".

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პროკურატურამ მექვაბიშვილისთვის პატიმრობის, დაცვის მხარემ კი 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.