"გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ბედნიერი ქალის გვერდით გრძნობს მამაკაცი თავს სრულყოფილად"

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ქალბატონებს 8 მარტს ულოცავს.

"ყოველი საზოგადოების სახეა ქალების მდგომარეობა და ქალებისადმი დამოკიდებულება. ჩვენ დღეს ვჩუქნით საჩუქრებს, ყვავილებს, ვუძღვნთ ლამაზ სიტყვებს და ვუსურვებთ საუკეთესოს.

დღეს, 8 მარტს არის ის ყოველწლიური შეხსენება, რომ ქალების უფლებები, ქალების პრობლემები და მათი საზოგადოებრივი აქტიურობა არის ჩვენი - მამაკაცების ხელში, ჩვენ ვართ ვალდებულები მივცეთ მათ ასპარეზი, დავუდგეთ მხარში და ვაგრძნობინოთ თავისუფლება. მხოლოდ თავდაჯერებული, სიყვარულში მყოფი ქალი არის შემოქმედი ბედნიერი მომავლის. მხოლოდ თავისუფალი ქალი არის ჯანსაღი საზოგადოების დედა! გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ბედნიერი ქალის გვერდით გრძნობს მამაკაცი თავს სრულყოფილად. გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!"-წერს კახა კალაძე "ფეისბუქში".

ცნობისათვის, 1910 წელს, სოციალისტ-ინტერნაციონალმა კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე, გავლენიანი გერმანელი სოციალისტი, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე.