ირანში Facebook-ის ბედს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით სპეციალური საბჭო გადაწყვეტს

ირანში Facebook-ის ბედს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით სპეციალური საბჭო გადაწყვეტს

ირანში Facebook-ის ბედს პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თავმჯდომარეობით შექმნილი სპეციალური საბჭო გადაწყვეტს.

ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის ახალი ამბების სააგენტო IRNA-ს (Islamic Republic News Agency) დირექტორმა მოჰამედ ხოდადიმ ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. ის კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არის ირანში სოციალური ქსელი Facebook დაბლოკილი. IRNA-ში გამართულ შეხვედრაზე ხოდადიმ ირანის მედიის როლსა და ფუნქციაზე, ასევე მთელ მსოფლიოში IRNA-ს მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი არის არა კომპიუტერებში და მითუმეტეს გაზეთებსა და ტელევიზიებში, არამედ მობილურებში და ამ მხრივ მულტიმედიის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მულტიმედიის განვითარება იმ ვითარებაში, როდესაც ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook დაბლოკილია, აღნიშნა რომ სხვა სოციალური ქსელები ირანში ხელმისწავდომია.

"ირანის მთავრობამ აღიარა, რომ სოციალური ქსელები საჭიროა ურთიერთობების დასამყარებლად, ამიტომ აქ სოციალური ქსელები გახსნილია. ზოგადად, მთავრობამ შექმნა საბჭო სოციალურ ქსელებზე. მისი თავმჯდომარეა ირანის პრეზიდენტი როუჰანი და ამ საბჭოზე იგეგმება პოლიტიკა. "ტელეგრამი", "ვაიბერი", "ინსტაგრამი" და სხვა რამდენიმე საშუალება ირანში დაშვებულია. Facebook-ზე კი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. თუმცა, რა განსხვავებაა "ტელეგრამსა" და "ფეისუბუქს" შორის? ირანში Facebook-ისადმი ინტერესი არ არის ", - თქვა ხოდადიმ.