ევროპარლამენტის ხელმძღვანელი მარტინ შულცი ადასტურებს, რომ თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმათ დავუთოღლუ ევროკავშირს, მიგრაციასთან ბრძოლის გეგმის ფარგლებში, დამატებით სამ მილიარდ ევროს და საზღვრების დაცვასა და საბერძნეთთან თანამშრომლობის სანაცვლოდ სავიზო რეჟიმის გაუქმებას სთხოვს.
"თურქული მხრის დამატებითი მოთხოვნა ეხება დამატებით სახსრებს, სამ მილიარდ ევროს, რაც საჭიროებს ევროპარლამენტის მხრიდან მხარდაჭერას, საჭიროა დამატებითი საბიუჯეტო პროცედურა. მოთხოვნილია დამატებით სამი მილიარდი ევრო 2018 წლამდე და ევროპარლამენტი მზადაა გააკეთოს ყველაფერი შესაძლებლობის ფარგლებში პროცედურების დასაჩქარებლად, მაგრამ ეს მხოლოდ ევროპარლამენტზე არ არის დამოკიდებული, არამედ წევრ ქვეყნებზე, თუკი ისინი მზად იქნებიან ამ თანხის გამოყოფისთვის", - განუცხადა შულცმა ჟურნალისტებს ევროკავშირ-თურქეთის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ.
ადრე შეთანხმებული სამოქმედო გეგმა ევროკავშირსა და თურქეთს შორის სამიგრაციო კრიზისთან ბრძოლასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მიერ თურქეთისთვის სამი მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს ცხოვრების პირობების შესაქმენლად იმ სირიელი მიგრანტებისთვის, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ.