ნავთობის ფასები იზრდება

ნავთობის ფასები იზრდება

ნავთობის ფასების ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. 2015 წლის 10 დეკემბრის შემდეგ პირველად, "ბრენთის" მარკის ნავთობზე ფასმა ბარელზე 40 აშშ დოლარს გადააჭარბა და 40,05 დოლარი შეადგინა.

2014 წლის ზაფხულიდან 2015 წლის ბოლო პერიოდამდე ნავთობის ფასი 115 დოლარიდან 36 დოლარამდე დაეცა. 2016 წელს კი 29 დოლარამდეც ჩამოვიდა.

ნავთობზე ფასის დაცემას სპეციალისტები მსოფლიოში აღნიშნულ პროდუქტზე დაბალ მოთხოვნილებას უკავშირებდნენ.