ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, მოადგილეებად რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს.
როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ შორის არიან ლევან ჩიკვაიძე და გიორგი ებრალიძე. მისი თქმით, ისინი არიან მშვიდები და იციან თავისი საქმე.
რაც შეეხება ბაია გადაბაძესთან თანამშრომლობას, როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ბაია გადაბაძე აღარ არის გენერალური დირექტორი. "ახლა არის გარდამავალი პერიოდი და ბაია გადაბაძეს ვუთხარი, რომ თუ მომეხმარება ამ გარდამავალ პერიოდში, მე ძალიან გამიხარდება", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.