კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაპირისპირებები გუნდის შიგნით იყოს განხილული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"მე განვაცხადე, რომ პოლიტსაბჭოზე "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის არსებული ე.წ. დაპრისპირება აღარ განიხილება და დღევანდელმა პოლიტსაბჭომაც ეს დაადასტურა. შესანიშნავად ვისხედით ერთი მაგიდის ირგვლივ, ყველა ფრაქციის წარმომადგენელი და ჩვენ ჩავთვალეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ მსგავსი ფაქტი იქნება, უნდა იყოს განხილული კოალიციის შიგნით", - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დააფიქსირა მოსაზრება, რომ ქორწინების შესახებ უმრავლესობის ინციატივას არ ეთანხმება, თუმცა პრობლემა "განულებულია".
"უსუფაშვილმა გააკეთა განცხადება პარტიის სახელით, მან თქვა, რომ პატივს სცემს კოალიციაში აზრს და მათი მხრიდან პრობლემა განულებულია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემა ხელახალი მითქმა-მოთქმის საგანი არ გახდება", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.