გიორგი ვოლსკი გამორიცხავს, რომ ქორწინების საკითხის გამო

გიორგი ვოლსკი გამორიცხავს, რომ ქორწინების საკითხის გამო "ქართულ ოცნებასა და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის დაპირისპირება მოხდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი გამორიცხავს, რომ ქორწინების საკითხის გამო "ქართულ ოცნებასა და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის დაპირისპირება მოხდეს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი იმაზე, ეყოფა თუ არა ხელისუფლებას ხმები, საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მისაღებად.

"აქ მთავარია ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს პასუხისმგებლობა და პოზიცია თავიდანვე გამოხატა და მისი დაფიქსირება და ხაზგასმა აუცილებელია ყველა შემთხვევაში. ასეც ნუ ვიტყვით, ხმები გვეყოფა თუ არა. ინიცირების პროცესი დაიწყება, ამის თაობაზე განაცხადა პრემიერმა. ფაქტია, რომ ის ვალდებულება და სულისკვეთება, რაც "ქართულ ოცნებას" გააჩნია, ამ ინიციატივაში ჩანს", - განაცხადა ვოლსკიმ.