ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტოირი ლევან გაჩეჩილაძე მაკა ასათიანს და კოტე გოგელიას ტელეკომპანიის შენობასთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას სთავაზობს .
როგორც ლევან გაჩეჩილამძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საიჯარო ხელშეკრულოების გაგრძელებასთან დაკავშირებით უარს მიიღებს, ლოგიკურ ვადებში ალტერნატიულ ფართს მოძებნის.
"რაც შეეხება შენობას, "მაესტრო" რჩება იმ შენობაში, სადაც არის, რადგან ეს ძალიან ბევრ ტექნიკურ საკითხთან არის დაკავშირებული. მე შევთავაზე მაკას და კოტე გოგელიას ადვოკატს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება. თუ ამ ხელშეკრულების გაგრძელება არ მოხდება ძალიან ლოგიკურ ვადებში, რომ არ შეწყდეს ეთერი, ჩვენ ალტერნატიულ ფართს გამოვნახავთ", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დანიშნავს ორ მოადგილეს, რადგან ფინანსური და ადმინისტრაციული კუთხით ბევრი საქმეა გასაკეთებელი.