პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა უზენაეს სასამართლოში წარდგენილ ანა დოლიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კენჭისყრის პროცედურაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რვა წევრმა მიიღო მონაწილეობა და დოლიძის კანდიდატურას მხარი რვავემ დაუჭირა. ასევე, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 12–მა წევრმა და დოლიძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მანამდე ანა დოლიძემ სასამართლო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით კომიტეტებს საკუთარი პოზიციები გააცნო და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.