"მაესტროს" რამდენიმე თანამშრომელი ლევან გაჩეჩილაძეს ხვდება

ტელეკომპანია "მაესტროს" რამდენიმე თანამშრომელი ამ დროისთვის ლევან გაჩეჩილაძეს ხვდება. შეხვედრა იმ შენობის პირველი სართულის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს, სადაც ტელეკომპანია "მაესტროა" განთავსებული. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ჟურნალისტი იმყოფება.

ტელეკომპანიის თანამშრომლებსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის შეხვედრა გაჩეჩილაძე-გადაბაძის შეხვედრის დასრულების შემდეგ დაიწყო.