"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში "მრეწველებისა" და "რესპუბლიკელების" დაპირისპირების საკითხი არ დგას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ეს საკითხი არ იქნება განხილული, ვინაიდან პრემიერ-მინისტრს ძალიან ცოტა დრო აქვს და პოლიტსაბჭო მხოლოდ ერთი საათით იკრიბება.
"გიორგი კვირიკაშვილმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ის შეხვდა "რესპუბლიკურ პარტიას". შეხვდება სხვა პარტიებსაც ცალ-ცალკე და ამის შემდეგ გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, რაზეც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა ტყემალაძემ.
კოალიციის პოლიტსაბჭო "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში სხდომას ამ წუთებში მართავს.