"ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.     

როგორც პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საბჭოს წევრებმა განუცხადეს, დღეს ერთადერთ საკითხს განიხილავენ და ეს ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების თემას შეეხება.

აღნიშნულ კონტექსტში, პოლიტსაბჭოს წევრების მტკიცებით, დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში "რესპუბლიკელებისა" და "მრეწველების" დაპირისპირების საკითხი არ დგას.

პოლიტსაბჭოს სხდომა სავარუდოდ ერთ საათს გასტანს.