ალტერნატიულ შენობასაც ვიპოვი, პრობლემა არ არის არაფრის, - ამის შესახებ "მაესტროს" დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს ტელეკომპანიის ეზოში განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ ეს შენობა არ ეკუთვნის შპს "მაესტროს" და როგორ აპირებს შენობაში მუშაობას.
მისივე თქმით, იჯარის დარღვევასაც და "მაესტროს" აქედან გადასვლას აქვს თავისი გონივრული ვადები.
"დაველაპარაკები შენობის მფლობელს, მმართველს, მათ იურისტებს და ამის მიხედვით მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.