კალაძის თქმით, მისი პიროვნების მიმართ არსებული დამოკიდებულება მეასეხარისხოვანია

კალაძის თქმით, მისი პიროვნების მიმართ არსებული დამოკიდებულება მეასეხარისხოვანია

"შეიძლება, გარკვეულ ადამიანებს სხვა დამოკიდებულება ჰქონდეთ ჩემს მიმართ, ეს მათი უფლებაა“, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე აცხადებს.

კალაძის განცხადებით, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ის ყველას ენერგეტიკის მინისტრია. ენერგეტიკის მინისტრმა რუსთავში მდებარე ნათურის მწარმოებელი კომპანია „AGMicroeletronics“დაათვალიერა. კალაძემ ქართული LED ნათურის შემქმნელის მიერ ერთ-ერთ სტატიაში გამოთქმულ მოსაზრება შეაფასა, რომლის მიხედვითაც „საკუთარ კარში გატანილი მესამე გოლის“ შიში გახდა ნათურის შექმნის მიზეზი.

ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი პიროვნების მიმართ არსებული დამოკიდებულება მეასეხარისხოვანია.

„შეიძლება, გარკვეულ ადამიანებს სხვა დამოკიდებულება ჰქონდეთ ჩემს მიმართ, ეს მათი უფლებაა. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ყველას ენერგეტიკის მინისტრი ვარ. შესაძლოა, ვიღაცას მოსწონდეს კალაძე, ვიღაცას - არა. ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. მაქსიმალურად, მხარში დავუდგები საწარმოს, რათა განვითარდნენ, რადგანაც ისინი ქვეყნისთვის და დარგისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ“,- განაცხადა კახა კალაძემ.