"მაესტროს" დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში მივიდა. გაჩეჩილაძესთან ერთად იმყოფება მისი ადვოკატიც. გაჩეჩილაძე თანამშრომლებთან შეხვედრას აპირებს. თავის მხრივ, შენობაში დაცვა გაძლიერებულია. არხის ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე, რომელიც შენობის მფლობელის ნდობით აღჭურვილი პირია, გაჩეჩილაძის შენობაში შეშვებას არ აპირებს.