საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მონიემ რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტს, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პასკალ მონიემ რწმუნებათა სიგელები გადასცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ცერემონიის ოფიციალური ნაწილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსაც შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტმა პასკალ მონიეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საფრანგეთის საელჩოში პირWელს განუცხადეს, რომ ელჩი პრესკონფერენციას 9 მარტს გამართავს.