პროცესი უნდა წარიმართოს ისე, რომ მთავარი ღირებულებების მიმართ არ გაჩნდეს რაიმე ტიპის პრობლემა

პროცესი უნდა წარიმართოს ისე, რომ მთავარი ღირებულებების მიმართ არ გაჩნდეს რაიმე ტიპის პრობლემა

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - როგორც საკუთრების უფლება, ისე მედიის თავისუფლება და გამოხატვის უფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება,- ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს "მაესტროში" მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისად, მთელი ეს პროცესი უნდა წარიმართოს ისე, რომ არც ერთი აღნიშნული ღირებულების მიმართ არ გაჩნდეს რაიმე ტიპის პრობლემა.

"არც ერთი ეს ღირებულება არ უნდა იქნას შებღალული", - განაცხადა აბაშიშვილმა.