ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაზე თავდამსხმელმა თავი მოიკლა. "ბიბისის" ცნობით, მას შენობაში რამდენიმე ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი, თუმცა, პოლიციის დახმარებით მათი გათავისუფლება მოხდა, რის შემდეგაც შენობაში სამართალდამცველები შევიდნენ. შემთხვევა დღეს მოხდა. ქარხნის შენობაში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. წინასწარი მონაცემებით, მომხდარი ტერორიზმთან კავშირში არ არის.