საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, წინა ხელისუფლების პირობებში დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ქონება დაუბრუნდებათ. საუბარია სამ საცხოვრებელ ბინასა და ერთ საოფისე ფართზე.
ამასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოკა კაციტაძე და პროკურატურაში დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდება. შეხვედრა რამდენიმე წუთში გაიმართება, სადაც კაციტაძე მოქალაქეებს საჭირო პროცედურებს განუმარტავს.
მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად 5 დაზარალებულ მოქალაქეს, პროკურატურის, ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობის ერთობლივი მუშაობით ერთ მილიონ ლარამდე ღირებულების სამი საცხოვრებელი ბინა და ერთი საოფისე ფართი დაუბრუნდებათ.