ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური შემადგენელი არ არის. ასე უპასუხა სერგეენკომ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ თუ რა შეფასებას გააკეთებდა ის ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.
"პირველ რიგში, ალბათ შედარება უნდა გავაკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, მედიაში მიმდინარე მენეჯმენტის პროცესი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და დამოუკიდებელი საქმიანობა, არ აქვს მნიშვნელობა ეს "მაესტრო" იქნება თუ სხვა. ასეთ პოლიტიკურ შემადგენელს მე აქ ვერ ვხედავ და მეტიც. ჯანდაცვის სამინისტროს ჰქოდა უაღრესად დაძაბული დავები რაიონულ საავადმყოფოებთან და ვერ ვიხსნებ ვერც ერთ კითხვას, რომელიც მაშინ მედიასაშუალებას ჩემთვის დაესვა, რომ ხომ არ იყო ამაში პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე აქ, მე ვფიქრობ, რომ "მაესტროსთან" მიმართებაში არანაირი პოლიტიკური შემადგენელი არ არის. ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით და მოლაპარაკების შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლოს გზით, რაც ხდება კიდეც", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
დღეს საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე შპს სტუდია "მაესტროს" გენერალურ დირექტორად დაარეგისტრირა.