რუსული ხომალდი სირიაში ავიაიერიშების მხარდაჭერის მიზნით, ხმელთაშუა ზღვაში შევიდა

რუსული ხომალდი სირიაში ავიაიერიშების მხარდაჭერის მიზნით, ხმელთაშუა ზღვაში შევიდა

რუსული ხომალდი სირიაში ავიაიერიშების მხარდაჭერის მიზნით, ხმელთაშუა ზღვაში შევიდა. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, რუსულმა სამხედრო ხომალდმა სევასტოპოლის პორტი დატოვა. იგი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს გაივლის და იმ სამხედრო ხომალდებს შეუერთდება, რომელიც რეგიონში იმყოფება.

როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, სამხედრო ხომალდი სირიაში რუსულ ავიალაინერებს იერიშების განხორციელებაში დაეხმარება. რეგიონში ამ დროისთვის 15 რუსული სამხედრო ხომალდია. მათი განთავსება მოსკოვმა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში, თურქეთმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო.