გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბრიუსელში, ევროკავშირი-თურქეთის სამიტის დაწყებამდე, თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს შეხვდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt-ის ცნობით, გერმანიის სამთავრობო წყაროები იუწყებიან.
გავრცელებული ცნობით, შეხვედრას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტეც ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები სწორედ ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიგრაციის კრიზისზე იმსჯელეს. ლიდერებს შორის გამართული დისკუსია დღევანდელი სამიტისთვის ერთგვარი მოსამზადებელი შეხვედრა იყო. მხარეები სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე მსჯელობენ, რომლის მიხედვითაც ანკარამ ევროპის მიმართულებით მიგრანტების ნაკადის შეჩერება უნდა შეძლოს.