ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე სარიტუალო დარბაზში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქების მომენტში შენობაში 6 თანამშრომელი იმყოფებოდა.
როგორც ადგილობრივმა განაცხადეს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 5 ადამიანი საავადმოყოფოში გადაიყვანა.
აფეთქებამ აალება გამოიწვია, რის გამოც სახანძრო ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო.
ადგილზე 112 -ის ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ.