მიმდინარეობს "სტუდია მაესტროსა" და ლევან გაჩეჩილაძის ძალით დაქორწინების პროცესი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც არც ერთ მხარეს არ უნდა ერთმანეთის ცოლად მოყვანა.
"მიმდინარეობს "სტუდია მაესტროსა" და ლევან გაჩეჩილაძის ძალით დაქორწინების პროცესი, რომელსაც ძალიან უწყობს ხელს მთავრობა. როგორც ჩანს, ეს რომ რამენაირად მოხდეს, ამაში სასამართლოც ჩაერია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არც ერთ მხარეს არ უნდა ერთმანეთის ცოლად მოყვანა", - განაცხადა კოკაბიძემ.
რაც შეეხება "მაესტროს" ალტერნატიულ ტელეკომპანია "მაესტრო 24"-ს, კიკაბიძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მისი გავრცელების არეალის გაფართოებასთან დაკავშირებით.