ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში კორუფციის გამო 300 000 ადამიანი დაისაჯა. მათგან დაახლოებით 200 000 ადამიანს მსუბუქი სასჯელი მიუსაჯეს, 80 000-ზე მეტი ბრალდებული კი მკაცრად დასაჯეს.
"ბიბისის" ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მისი მმართველობის მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. ჩინეთში კორუფციის პრობლემა მწვავედ დგას. თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ქრთამის აღების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სხვა კორუფციული გარიგებების ფაქტების შესახებ. თუმცა, უფლებადამცველების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გზით მმართველი პარტია გავლენიანი მაღალჩინოსნების მოშორებას ცდილობს.