საქართველოს წინააღმდეგ არავითარი ცუდი ზრახვები არ მქონია, - ამის შესახებ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ აიუფ ბორჩაშვილმა დასკვნითი სიტყვისას განაცხადა.
მისი თქმით, ისურვებდა რომ არ ყოფილიყო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შერაცხული.
"საქართველოს წინააღმდეგ არავითარი ცუდი ზრახვები არ მქონია. ვინც მიცნობს ეს ყველამ კარგად იცის. უბრალოდ ვისურვებდი, რომ არ ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ დამნაშავედ შერაცხული", - განაცხადა ბორჩაშვილმა.
თავის მხრივ, დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს აიუფ ბორჩაშვილთან ერთად დაკავებულმა კიდევ ორმა პირმა - დავით ფირისებიამ და გიორგი ხუტუნიშვილმა. როგორც ფირისებიამ აღნიშნა, ის პირები, ვინც სირიაში წავიდნენ, სირიის თავისუფალ არმიაში გაერთიანდნენ.
"ბიჭები მიდიან სირიის თავისუფალ არმიაში და ამ არმიას მხარს უჭერს ამერიკა. ჩვენთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს ამას "ისლამურ სახელმწიფოსთან", - განაცხადა ფირისებიამ.
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ აიუფ ბორჩაშვილს, ასევე ტეროტირისულ ორგანიზაციაში საქმიანობაში მონაწილებისთვის დაკავებულ დავით ფარისებიას და გიორგი ხუტუნიშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. აიუფ ბორჩაშვილს 14 წლით, ხუტუნიშვილი 11 წლით, ხოლო დავით ფირისებიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება მეოთხე ბრალდებულ დავით კუპრავას, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.