94 წლის ასაკში ნენსი რეიგანი გარდაიცვალა

94 წლის ასაკში ნენსი რეიგანი გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. "სიენენის" ცნობით, ნენსი რეიგანი ლოს-ანჟელესში გუშინ საღამოს გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მას პატივი უკვე მიაგეს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ.

გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და უცხოელმა ლიდერებმაც.

ნენსი რეიგანს რონალდ რეიგანს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე, კალიფორნიაში მისი მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

ნენსი რეიგანი აშშ-ის მე-40 პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მეუღლე იყო. იგი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე გავლენიან პირველ ლედად იყო ცნობილი. თავდაპირველად იგი თეთრი სახლის განახლებისთვის დახარჯული დიდი თანხის გამო გააკრიტიკეს, თუმცა, მოგვიანებით იგი ამერიკულ საზოგადოებისთვის საყვარელ ადამიანად იქცა.

ნენსი რეიგანი 1940-50-იან წლებში მსახიობი იყო, იგი ასევე ყოფილ მსახიობ რონალდ რეიგანზე 1952 წელს დაქორწინდა. 1980 წელს კი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველი ლედი გახდა. პრეზიდენტი რონალდ რეიგანი 2004 წელს ალცჰეიმერის დაავადებით გარდაიცვალა.