ბიუჯეტში ცვლილება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს

ბიუჯეტში ცვლილება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს

ბიუჯეტში ცვლილება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით დასმული იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ კონკრეტულად რას შეეხება ცვლილებები და ითვალისწინებს თუ არა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას.

"შინაარსით ბიუჯეტში ცვლილება თავისთავად ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ხელისუფლება 2016 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. მთავრობის წევრების განმარტებით, აღნიშნული საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედებას უკავშირდება.