ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გახდა

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გახდა

უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ახალი პრეზიდენტია. მან არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. არჩევნები ფიფას საგანგებო კონგრესზე გაიმართა.

ინფანტინომ მეორე ტურში საჭირო ხმებზე მეტი მიიღო და ორგანიზაციის ისტორიაში მე-9 პრეზიდენტი გახდა. მას 115-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

მეორე ადგილზე 88 ხმით შეიხი სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ხალიფა გავიდა, მესამეზე - იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი - 4 ხმით. არც ერთი ხმა არ მიუღია მეოთხე კანდიდატ ჟერომ შამპანს, რომელიც "ფიფას" გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილეა.