ციხისძირში

ციხისძირში "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი დააკავეს

ციხისძირში, კარვების დაშლის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი დააკავეს. სოლომონ ბაჯელიძე და პარტიის შუახევის საკრებულოს წევრი სოსლან ზოიძე პოლიციასთან შეხლა-შემოლის დროს აიყვანეს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, "პოლიცია გვეჭირავებოდა, რა დროსაც ორი ადამიანი წაიყვანეს". პარტიის წევრ გიორგი კირთაძის თქმით, ადგილზე მობილიზებული იყო 200-მდე პოლიციელი.

"ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, რაც მას ხეების გადარგვის საქმეში სჭირდებდა. ერთ დღეში გააუქმა მიწის ნაკვეთის ნასყიდობის დოკუმენტი, ერთ დღეში გააკეთა სამუშაოების ნებართვები და მოირგო ყველა დოკუმენტი საიმისოდ, რომ ხეები გადაიტანოს", - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

ციხისძირში, სადაც ხის გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობს, პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" კარვები გზის მიმდებარედ გადაიტანა. პარტიის წევრებსა და პოლიციას შორის იყო მცირე დაპირისპირებაც, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კარვების გზის სავალი ნაწილიდან გადატანას აპროტესტებდნენ. პოლიციელებმა ორი კარავი დაშალეს და გზის მიმდებარედ მინდორზე გადაიტანეს.