ბათუმის

ბათუმის "ტელეარხ 25"-ში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ

ბათუმის "ტელეარხ 25"-ში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" არხის დირექტომა, გია სურმანიძემ განუცხადა, პოლიციამ თანამშრომლების ევაკუაცია 16:30 საათზე განახორციელა.

მისივე განმარტებით, ტელევიზია პარალიზებულია და 17:00 საათიანი გამოშვებაც ეთერში ვერ გავიდა.

"შემოვიდნენ პოლიციელები. გვითხრეს, რომ შესაძლოა, ბომბი იყოს ტელევიზიაში, რადგან ამის შესახებ მათთან შოტყობინება შევიდა. დაგვატოვებინეს შენობა. ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები და გამნაღმველები. საინფორმაციო გამოშვება ჩაგვივარდა, ტელევიზია პარალიზებულია. ვფიქრობ, მხოლოდ ბოროტი ხუმრობაა და იმედია, მშვიდობიანად დამთავრდება ყველაფერი", - აღნიშნა გია სურმანიძემ.