"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ახლა მთავარია სამართალდამცავებმა რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტი.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში განუცხადა, ყველა დამნაშავე უნდა იქნას პასუხისგებაში მიცემული.
"დღისით, მზისით საჯარო ადგილას, ხდება თავდასხმა ჩვენ თანაგუნდელზე, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. იმედს ვიტოვებ სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს საქმე ძალიან სწრაფად იქნას გამოძიებული", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.