ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა

ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა

"თავისუფალი დემოკრატების" წევრ ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია დასრულდა. როგორც ჟურალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განუცხადა, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.

მისი თქმით, პაციენტს სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა, აქედან ერთი ტყვია, რომელიც თირკმელთან ახლოს არის გაჩერებული, ექიმების გადაწყვეტილებით, არ ამოიღეს და დატოვეს.

როგორც ავთანდილ იმედაძემ განმარტა, დააკვირდებიან ვითარებას, დინამიკას და 24 საათში იქნება გადაწყვეტილება აღნიშნილ ტყვიასთან დაკავშირებით მიღებული. შესაძლოა მისი ამოღება საჭირო არ გახდეს და დარჩეს თირკმელში, რომელიც მას საფრთხეს არ შეუქმნის.

"ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ამ წუთას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა იმედაძემ.