ერთადერთი მსოფლიო ლიდერი, ვინც ევროპის კრიზისით სარგებლობს, პუტინია

ერთადერთი მსოფლიო ლიდერი, ვინც ევროპის კრიზისით სარგებლობს, პუტინია

ევროკავშირის საემიგრაციო კრიზისისა და ბრიტანეთის შესაძლო გასვლის თაობაზე უამრავი მსოფლიო ლიდერი გამოთქვამს შეხედულებას და შეშფოთებას. ერთადერთი ლიდერი, ვინც ამ თემაზე არაფერს ამბობს, არის რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, – euronews.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

სააგენტო ატლანტიკური საბჭოს რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტის, ანდერს ასლუნდის მოსაზრებასაც ავრცელებს, რომელიც აცხადებს, რომ პუტინის ინტერესებშია ევროკავშირის დაშლა მოხდეს, რადგან ეს მოსკოვს საშუალებას მისცემს გაცილებით ადვილად განახორციელოს და გაამყაროს კონტროლი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე.

"მაგრამ ყველაზე მეტად პუტინისთვის ევროკავშირის დაშლა რუსეთის, როგორც მსოფლიო სუპერძალის იმიჯის დაბრუნებას ემსახურება,"- დასძენს ექსპერტი.

ბრიტანეთის ლეიბორისტთა ჩრდილოვანი საგარეო მინისტრი, ჰილარი ბენი კი, euronews.ge-ს ცნობით აცხადებს, რომ პუტინისთვის ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირის სისუსტისა და ევროპული სოლიდარობის იდეის რღვევის მაჩვენებელი იქნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტო სხვადასხვა პირთა მოსაზრებების შემცველ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომლის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/894