ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2015 წელს რუსეთში 400-ზე მეტი უცხო ქვეყნის დაზვერვის თანამშრომელი და აგენტი გამოავლინეს.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ პუტინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მოწინააღმდეგეები უცხოეთში უკვე ემზადებიან არჩევნებისთვის, რომელიც რუსეთში შემოდგომაზე გაიმართება.
როგორც პუტინმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია რუსეთის ტერიტორიის დაცვა ბოევიკების შეღწევისგან ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებიდან.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა, რომ უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა რუსეთში ლტოლვილთა ნაკადზე კონტროლი გააძლიეროს.