ალექსი პეტრიაშვილს ოპერაციას ქირურგების მულტიპროფილური ჯგუფი უტარებს

ალექსი პეტრიაშვილს ოპერაციას ქირურგების მულტიპროფილური ჯგუფი უტარებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია კიდევ საათ-საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ ალექსი პეტრიაშვილისთვის მიყენებული ჭრილობები სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

"წინასწარი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას თავის არეში აღენიშნება რამდენიმე ჭრილობა-დაჟეჟილობა, თუმცა თავის ტვინი დაზიანებული არ არის. გარდა ამისა, მას აღენიშნება რამდენიმე ცეცხლსასროლი ჭრილობა ქვემო კიდურებში. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ეს ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებადი არ არის. ახლა ამ წუთებში მუშაობს ქირურგების მულტიპროფილური ჯგუფი და უახლოეს მომავალში გვეცოდინება ოპერაციის შედეგები", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. a