დღე არ გადის ისე, რომ არ გავიგოთ რაიმე ძალიან მძიმე კრიმინალური შემთხვევის შესახებ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში განუცხადა.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ კონკრეტულად ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებით რა მოხდა, ინფორმაცია არ გააჩნია.
"ეს ყველაფერი რაც მოხდა არის შედეგი იმ სიტუაციისა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა დაუსჯელი ძალადობის, წახალისებული კრიმინალის, ციხეებიდან თანხებით გამოშვებული ადამიანებით და მთავრობის, რომელსაც არ შეუძლია ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერმა სიტუაცია ქვეყანაში დაამძიმა.