თვითმხილველის განცხადებით, მან დაინახა როგორ სცემდნენ ალექსი პეტრიაშვილს ჯოხით. თვითმხილველი ქალი, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ ცხოვრობს და სწორედ მან დარეკა 112-ში და შეატყობინა სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ.
"მუქი ლურჯი ქურთუკი ეცვა. ჯოხი ჰქონდა, კომბალის მსგავსი იმას ურტყამდა. მე აქედან ვუყვიროდი, შვილო რატომ სცემთ, რატომ კლავთ, არა ქნათ-თქო", - აცხადებს თვითმხილველი, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ალექსი პეტრიაშვილი დღის პირველ ნახევარში, საბურთალოს სასაფლაოზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.