ეკა მიშველაძე:  ვინც ეს ჩაიდინა აუცილებლად უნდა იყოს ციხეში

ეკა მიშველაძე: ვინც ეს ჩაიდინა აუცილებლად უნდა იყოს ციხეში

ვინც ეს ჩაიდინა უნდა იყოს ციხეში, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილის მეუღლემ, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ განუცხადა.

როგორც ეკა მიშველაძემ აღნიშნა, თავდასხმის დეტალების შესახებ არაფერი იცის, მხოლოდ ის იცის, რომ ეს მოხდა ლევან მიქელაძის საფლავზე.

ეკა მიშველაძე იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავები ამ საქმეს სწრაფად გამოძიებენ.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიცია უზუსტესად გამოიკვლევს რა და როგორ მოხდა და აუცილებლად დაისჯება დამნაშავე. ის ვინც ეს ჩაიდინა აუცილებლად უნდა იყოს ციხეში. უახლოეს მომავალში ველოდებით პასუხებს კითხვებზე, რატომ და რისთვის მოხდა ეს ყველაფერი", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

რაც შეეხება დაკითხვაზე მის დაბარებას, მიშველაძემ აღნიშნა, რომ მივა და რისი თქმაც შეუძლია ყველაფერს იტყვის.