პრეზიდენტის პოზიციასაც გამოვხატავ ამ ძალიან შემაშფოთებელი ფაქტის გამო

პრეზიდენტის პოზიციასაც გამოვხატავ ამ ძალიან შემაშფოთებელი ფაქტის გამო

ასეთი ფაქტები, ძალიან სერიოზული დაუცველობის განცდას აჩენს საზოგადოებაში და ხელისუფლების, ასევე სამართალდაცველების ვალია ეს დაუცველობის განცდა გაუქარწყლონ ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა.

ჩიხრაძის შეფასებით, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა მძიმე და შემაშფოთებელი ფაქტია.

"გარდა იმისა, რომ პირადი ურთიერთობა მაკავშირებს ალექსი პეტრიაშვილთან, აქ პრეზიდენტის პოზიციასაც გამოვხატავ ამ ძალიან შემაშფოთებელი ფაქტის გამო. ძალიან მძიმეა, როდესაც დღისით, მზისით ადამიანზე ხორციელდება თავდასსმა, მითუმეტეს, პოლიტიკოსზე, ოპოზიციონერზე", - განაცახდა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, თავდასხმა ისეთ ვითარებაშია ჩადენილი, ალბათ ბევრი სამხილიც არსებობს და სურვილის, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, სამართალდამცავებს კვალზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, მალევე შევიტყოთ ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით. მადლობა ღმერთს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ თავისთავად მძიმეა ის რაც მოხდა", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.