რუსეთი აცხადებს, რომ სირიაში "ტერორისტების" დაბომბვას აგრძელებს იქამდე, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ დღის ბოლოს ზავი არ ამოქმედდება. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
"რუსეთის საჰაერო ძალები აგრძელებენ სირიაში ოპერაციას ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
მისივე თქმით, რუსული თვითმფრინავები ამბოხებულების პოზიციებს არ უტევენ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ლიდერები 12 თებერვალს შეთანხმდნენ სირიაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაზე. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტა ეხება მხოლოდ სირიის მთავრობას და ამბოხებულებს, ხოლო მესამე ძალა - "ისლამური სახელმწიფო" და "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული ორგანიზაცია "ნუსრას ფრონტი" ამ შეთანხმებაში არ მონაწილეობდნენ.