"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე პოლიციაში სამი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოკითხვაზეა დაბარებული პეტრიაშვილის მეუღლე, ეკა მიშველაძეც.
"დანაშაულის მოტივის დადგენის მიზნით ამ დროისთვის მიმდინარეობს სამი პირის გამოკითხვა. ასევე დაბარებულია გამოსაკითხად მისი მეუღლე ეკა მიშელაძე", - განაცხადეს შსს-ში.