ექიმის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილს კიდურების გარდა ჭრილობები ზურგის და თავის არეშიც აქვს მიყენებული

ექიმის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილს კიდურების გარდა ჭრილობები ზურგის და თავის არეშიც აქვს მიყენებული

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილს მიყენებული აქვს 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა და თავზე ნაფლეთი ჭრილობა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით განხორციელებული.

როგორც ავთანდილ იმედაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაახლოებით საათნახევრის წინ მიიყვანეს.

მისივე თქმით, პეტრიაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

"მიყენებული აქვს ჭრილობა თავის არეში. ეს არის ნაფლეთი ჭრილობა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით, ასევე 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა, აქედან ორი ქვემო კიდურებში, ერთი წელ-ზურგის არეში. მისი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ექიმმა.