"თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ლევან მიქელაძის საფლავზე დაჭრეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა ნინო გოგუაძემ განუცხადა.
"თავდასხმა მოხდა პარტიის გენერალურ მდივანზე. ის ლევან მიქელაძის საფლავზე იმყოფებოდა, როცა მას თავს დაესხნენ. ნასროლი აქვს 3 ტყვია, თუმცა ექიმები გვაიმედებენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა გოგუაძემ.
მისივე განმარტებით, "თავისუფალი დემოკრატები" მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარი "სასწრაფოდ გამოიძიოს".
"შეფასებისგან კი ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ", - აღნიშნა გოგუაძემ.