თუ

თუ "ნაციონალურ მოძრაობას" ჩემთან კითხვები ჰქონდა, უპრიანი იქნებოდა ის თავდაცვის მინისტრის მოადგილისთვის დაესვა

მოვუწოდებ საშიანო დავალება ყველამ უკეთესად მოამზადოს თავის დროზე, - ასე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ანა დოლიძე "რუსთავი 2"-თან საუბარში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ანა დოლიძე აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ რუსული არასამთავრობოს ინტერესებს იცავდა.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, უამრავი დრო ჰქონდა პარლამენტის რომელიმე წევრს, შეემოწმებინა საქართველოს თავდაცვის სამინსიტროს ვებგვერდი, სადაც მისი ბიოგრაფიაა განთავსებული.

"თუ აგვისტოს ომთან რაიმე კითხვები ჰქონდათ დასასმელი, 10 თვე იყო ამისთვის და მე ვფიქრობ ეს საკმარისია. უფრო უპრიანი იქნებოდა ეს კითხვა დაესვათ თავდაცვის მინისტრის მოადგილისთვის, ვიდრე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის", - განაცხადა ანა დოლიძემ.