გაფიცულმა მეშახტეებმა აქცია განაახლეს

გაფიცულმა მეშახტეებმა აქცია განაახლეს

გაფიცულმა მეშახტეებმა აქცია განაახლეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ტყიბულიდან იუწყება, მეშახტეები კვლავ მინდელის სახელობის შახტასთან არიან შეკრებილები. მათთან ერთად იმყოფება ადგილობრივი მოსახლეობა და სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც ტყიბულში მეშახტეების მხარდასაჭერად თბილისიდან ჩავიდა.

აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გაფიცულების მოთხოვნა უცვლელია. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.