არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დღეს თბილისში მეშახტეების მხარდასაჭერად აქციას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, აქცია-მსვლელობა დელისის მეტროსთან დაიწყება და "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ცენტრალური ოფისთან დასრულდება.
"ჩვენ დაუყონებლივ მოვითხოვთ სახელმწიფოს მხრიდან აქტიურ ჩარევას და შრომის ინსპექციის სასწრაფოდ შემოღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება მუშათა მობილიზება არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზნით და საგაფიცვო მოძრაობის გაფართოება", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მათივე ინფორმაციით, 13 თებერვლის შემდეგ ტყიბულელი მეშახტეები გაფიცულნი არიან, რომლებიც ინვესტორისგან ხელფასების 40%-ით გაზრდას, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ზეგანაკვეთური საქმიანობის ანაზღაურებასა და სამუშაო პირობების (სპეც.სამოსი, ტექნიკა, საპირფარეშოები, სააბაზანოები დაა.შ.) გაუმჯობესებას ითხოვენ.
"საქნახშირის" წარმომადგენლები უარს ამბობენ მუშათა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და გაფიცულებს კანონისდარღვევაში ადანაშაულებენ. უმაღლესი თანამდებობის პირები შრომით ურთიერთობებში რეალური ჩარევისგან თავს იკავებენ", - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.
აქცია "მწვანე მუშტის", "თვითორგანიზების ქსელის", "ახალგაზრდა მწვანეების", "თბილისის სოლიდარობის ქსელისა" და "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით, 18:00 საათზე გაიმართება.