გაფიცული მეშახტეები წუხელ შახტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ

გაფიცული მეშახტეები წუხელ შახტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები წუხელ შახტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ და ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. 
როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყებოდა, მეშახტეები ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან გადავიდნენ. მათთან ერთად იმყოფება ადგილობრივი მოსახლეობა.

სიტუაციის დაძაბვის გამო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. შახტის ადმინისტრაციის შენობასთან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

დაახლოებით ერთ საათში გაფიცულმა მაღაროელებმა "საქნახშირი ჯი-აი-ჯის" ადმინისტრაციის შენობა დატოვეს. ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

ტყიბულში მაღაროელები რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა.